მუნდიალზე მოთამაშე 48 გუნდიდან 42 უკვე ოფიციალურად არის ცნობილი.
დანარჩენების ვინაობა კი გაზაფხულზე გაირკვევა.
აქ კი კონტინენტების მიხედვით გთავაზობთ გუნდებს, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ოფიციალურად გაინაღდეს:
მასპინძლები: აშშ, კანადა, მექსიკა
ჩრდილოეთ ამერიკა: პანამა, ჰაიტი, კიურასაო
სამხრეთ ამერიკა: არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია, ურუგვაი, ბრაზილია, პარაგვაი
აზია: ირანი, უზბეკეთი, იორდანია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია, ყატარი, საუდის არაბეთი
ევროპა: ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, შოტლანდია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია
აფრიკა: მაროკო, ტუნისი, ეგვიპტე, ალჟირი, განა, კაბო-ვერდე, სამხრეთ აფრიკა, სენეგალი, კოტ დ’ივუარი
ოკეანია: ახალი ზელანდია.
პლეიოფზე რა ხდება?
ხუთშაბათს, 20 ნოემბერს გაიმართება პლეიოფის წილისყრა, რომელშიც 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამ 16 გუნდს 4 კალათაში გადაანაწილებენ.
კალათა 1: იტალია, დანია, თურქეთი, უკრაინა
კალათა 2: პოლონეთი, უელსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი
კალათა 3: ირლანდია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო
კალათა 4: რუმინეთი, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია (გავიდა ერთა ლიგიდან).
პირველი კალათის გუნდები შეხვდებიან მეოთხე კალათის გუნდებს (ანუ შეიძლება პირველივე ეტაპზე იტალია - შვედეთი მივიღოთ), მეორე კალათის გუნდები კი მესამეს გუნდებს დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალები გაიმართება უფრო მაღლა განთესილი გუნდების კედლებში 26 მარტს, ფინალები - 30 მარტს.
მოკლედ რომ გითხრათ, 16 შესაძლოდან მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ორი მოხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონში გაიმართება.