კონკაკაფის შესარჩევის ბოლო დღეს იამაიკასთან 0-0 დასრულებული მატჩის წყალობით, კურასაო გახდა ისტორიაში ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
ბოლო ტურის შემდეგ მუნდიალზე თავიანთი საგზურები პანამამ და ჰაიტიმაც გაინაღდეს.
პატარა კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც კარიბის ზღვის რეგიონში მდებარეობს, მხოლოდ 156,115 ადამიანსა და 444 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. კურასაო კონკაკაფის შესარჩევის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი გახდა და B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა 12 ქულით.
მათ ასევე გააუმჯობესეს ისლანდიის რეკორდი, რომელმაც 2018 წლის მუნდიალზე მხოლოდ 350,000-მდე მოსახლეობით შეძლო გასვლა.
კურასაო, რომელსაც პრემიერ ლიგის ყოფილი მწვრთნელი დიკ ადვოკატი ხელმძღვანელობს, იამაიკასთან მატჩს პირადი მიზეზების გამო ვერ დაესწრო.
ადვოკატი ნიდერლანდების ეროვნული გუნდის თავკაცად სამი ვადის განმავლობაში მუშაობდა და ასევე სამხრეთ კორეას, ბელგიასა და რუსეთს ხელმძღვანელობდა, სანამ კურასაოს ნაკრებს ჩაიბარებდა.