როგორც იცით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 48-დან 42 მონაწილე უკვე ცნობილია.
მუნდიალის 48-დან 42 მონაწილე უკვე ცნობილია - ინფორმაცია პლეიოფებზე
კიდევ ექვსი მონაწილე მარტში გაირკვევა.
ბუკმეიკერების აზრით, მოახლოვებული მუნდიალის მთავარი ფავორიტი მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრებია.
მეორე ადგილზე ბუკმეიკერებს ინგლისის ნაკრები ჰყავთ, მესამეზე კი - საფრანგეთი.
ხუთეულში ასევე შედიან ბრაზილია და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრებიც.
ტურნირი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.