ული ჰიონესმა ბაიერნის მიმდინარე სეზონსა და ვინსენ კომპანიზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რასაც ვხედავთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა გუნდი გყავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ხარ, უკვე შეგიძლია ტრიბუნებზე წყნარად იჯდე.
ცოტა ხნის წინ ვახშამზე ვინსენ კომპანის შევხვდი და ვუთხარი: ადრე, მაგალითად, მე-80 წუთზე ვიმედოვნებდით, რომ თამაში მალე დასრულებულიყო. ხოლო ახლა მე-80 წუთზე ვფიქრობთ: „ნეტავ კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, იმდენად სასიამოვნოა.“
ფეხბურთელებს უხარიათ. გულშემატკივრებს უხარიათ და ჩვენ, ტრიბუნებზე მყოფებსაც, ძალიან გვიხარია და ეს, ფაქტობრივად, იდეალური მდგომარეობაა, ზუსტად ისეთი, როგორიც ბაიერნში წარმოგვიდგენია.
კომპანის მის წინამორბედებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. მაგალითად, თქვენ, ჟურნალისტებს ისევ მუშაობა გიწევთ. აქ მყოფი წინა მწვრთნელები ყოველთვის გაძლევდნენ თემებს, რომლებზეც კვირების განმავლობაში შეგეძლოთ კამათი. მასთან ასე არ არის, რადგან მას ფეხბურთზე ლაპარაკი უნდა და ეს კარგია მთელი ბაიერნისთვის.“ - განაცხადა ჰიონესმა.