ლამინ იამალს ეგონა, რომ 2025 წლის ოქროს ბურთს ის მოიგებდა.
18 წლის ესპანელმა მეორე ადგილი დაიკავა, ჯილდო კი უსმან დემბელეს ერგო.
„გულახდილად რომ ვთქვა... მეგონა, იმ დღეს ოქროს ბურთს მე მოვიგებდი.
მაგრამ ძალიან კარგია, რომ ის უსმანმა მოიგო. ჩემი მოგების დრო ჯერ არ მოსულა. თანაც, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ალბათ ამ მომენტს სრულფასოვნად ვერ დავაფასებდი ისე, როგორც ეს უსმან დემბელემ გააკეთა.
ამ ყველაფრიდან უკეთესი ადამიანი გამოვედი და ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ძალები აღვიდგინე... და ვნახოთ, იქნება თუ არა ეს წელი ჩემი“, - დასძინა ლამინმა საკუთარ ოცნებაზე საუბრისას.