ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ვინგერმა, ლამინ იამალმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში ულვაშსა და წვერს მოუშვებს.
18 წლის ფეხბურთელმა უპასუხა კითხვას იმ პირობის შესახებ, რომლის დადებასაც მზადაა ესპანეთის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოპოვების შემთხვევაში.
„წვერსა და ულვაშს მოვიშვებ... და სამი კვირის განმავლობაში ვატარებ“, - განაცხადა იამალმა.
2026 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი კაბო-ვერდეს (15 ივნისი), საუდის არაბეთისა (21 ივნისი) და ურუგვაის (27 ივნისი) ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.