ლამინ იამალი ფიქრობს, რომ ინტერთან საშინაო მატჩში ფრის (3:3) მიუხედავად, ბარსა ლიგის ფინალში გასვლას შეძლებს.
„ვფიქრობდით, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო, თუმცა ახლა საპასუხო თამაშზე და გასვლაზე მოგებაზე უნდა ვიფიქროთ.
ყოველთვის ვცდილობ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო და თავს არასდროს ვზოგავ. საბოლოოდ, თამაში კარგი გამოვიდა.
უფრო მეტი მინდოდა, გამარჯვებას ვუმიზნებდი. საპასუხო შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით და ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გავალთ.
მე ყოველთვის გამარჯვებაზე ვფიქრობ - ეს არის მთავარი. ამიტომ, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ უკვე საპასუხო თამაშზე ვფიქრობ." - აღნიშნა იამალმა.
საპასუხო მატჩი მილანში 6 მაისს გაიმართება.