ტიერი ანრიმ ლამინ იამალის დონე გამოარჩია და მესი - რონალდუს შეადარა.
„ის, რაც მე დღეს ლამინ იამალის შესრულებით ვიხილე... არ არის ნორმალური, 17 წლის ასაკში იყო ასეთი. მისი სიმშვიდე, გააზრებულობა, თამაშის ხედვა, თავდაცვა და პრესინგი - არანორმალურია.
ფეხბურთში ყოველთვის მაკვირვებს ის, რომ სულ ვფიქრობთ - მესიზე და რონალდუზე უკეთესი ვერავინ ვერ იქნება,.
შემდეგ კი ჩნდება იამალი. არგენტინაშიც ჰყავთ ახალი ბიჭი - ფრანკო მასტანტუონო, რომელიც რივერ პლეიტში თამაშობს. ამიტომ არის ფეხბურთი გასაოცარი." - აღნიშნა იამალმა.