ინტერის ფორვარდს, მარკუს ტურამს ჰკითხეს, არის თუ არა ლამინ იამალი დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
VIDEO: ცივი შხაპი ბარსელონას - ტურამის საოცარი გოლი მატჩის 35-ე წამზე
„ფედერიკო დიმარკო გავამხნევე, ვუთხარი, რომ ლამინ იამალისთვის ხალხის მოტყუება და წინ წასვლა მარტივია. ასეთ ფეხბურთელებს ერთი კაცი ვერ გააჩერებს, მათ გუნდურად უნდა დაუპირისპირდე.
არის თუ არა იამალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? არა, პირველი და მეორე მსოფლიოს საუკეთესოები ფრანგი არიან.
ერთი კილიან მბაპეა, მეორე - უსმან დემბელე. ლამინი კი, ალბათ მესამე საუკეთესოა." - აღნიშნა ტურამმა, რომელმაც ბარსასთან გუშინდელ მატჩში ანგარიში 35-ე წამზე გახსნა.