კოპა დელ რეის ფინალის შემდეგ ბარსელონას 17 წლის შემტევმა, ლამინ იამალმა კომენტარი გააკეთა.
"თუ ერთ გოლს გავუშვებთ, არაა პრობლემა. თუ ორ გოლს გავუშვებთ, კვლავ არაა პრობლემა.
წელს მათ (რეალს) უბრალოდ არ შეუძლიათ ჩვენი დამარცხება. ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. Visca Barca!" - განაცხადა იამალმა.
ლამინმა რეალთან მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ბარსელონას ტრიუმფში თავისი წვლილიც შეიტანა.
VIDEO: უხვგოლიანი კლასიკო თასის ფინალში - ბარსელონამ კოპა დელ რეი მოიგო