ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ვინგერმა, ლამინ იამალმა თავდამსხმელებზე - ლიონელ მესიზე, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰალანდზე ისაუბრა.
„მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავადვე ეძებენ ამ ეჭვებს.
აქ მეტი სათქმელი არაფერია, ის საუკეთესოა. მესი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ ისტორიაში საუკეთესოა."
მბაპესთან, ჰალანდთან და მესისთან შედარებებზე:„არ მინდა, რომ ეს ჩემთვის აკვიატებად იქცეს. საუბარი არ არის იმაზე, რომ მივბაძო მბაპეს, ან თუ მესი გოლს გაიტანს, მეც აუცილებლად მოვინდომო გატანა. არა, ეს საერთოდ არ მადარდებს.
პირველ რიგში, ისინი ჩემზე 10 წლით უფროსები არიან. მეორეც, მე თამაშის სრულიად განსხვავებული სტილი მაქვს. მე უბრალოდ მინდა სხვებს მოვუსმინო.
შეიძლება 16 გოლი გავიტანო, მაგრამ მერე ნახევარფინალში წავაგო. ასე რომ, ეს არ არის ის, რისკენაც ვისწრაფვი“, - განაცხადა 18 წლის იამალმა TVE-სთან ინტერვიუში.