უეფას ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს იბერია 1999 8 ივლისს, ტალინის ფლორას წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
საინტერესოა, როგორ ხვდება საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამ მნიშვნელოვან მატჩს. თბილისურმა გუნდმა ევროტურნირებისთვის რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი გააკეთა.
გუნდს შეუერთდნენ:
ელდარ კულიევი (უკრაინა, ცენტრალური ნახევარმცველი) - აზერბაიჯანული ზირადან
იბრაჰიმ ალჰასანი (ნიგერია, საყრდენი ნახევარმცველი) - პორტუგალიური ლუროსადან
ვიქტორ მუდრაკი (მოლდოვა, ცენტრალური მცველი) - ყაზახური ორდაბასიდან
ლადო ჩიხრაძე (საქართველო, ცენტრალური თავდამსხმელი) - ტყიბულის მეშახტედან
ანდრეი (ბრაზილია, ცენტრალური მცველი) - აზერბაიჯანული საბაჰიდან
გუნდი დატოვეს თორნიკე ახვლედიანმა და გურამ გოშთელიანმა.
იბერია 1999-ის განაცხადი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ასეთია:
მეკარეები - თორნიკე მეგრელიშვილი, რევაზ კურტანიძე, გიორგი მაკარიძე
მცველები - ვაჰიდ სელიმოვიჩი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, იბრაჰიმ ალჰასანი, არმელ ზოჰური, ალექსანდრე ამისულაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, ანდრეი ვიქტორი, გიორგი ქობულაძე
ნახევარმცველები - ნიკოლოზ დადიანი, ბაქარ ქარდავა, ზვიად ნაჭყებია, ანდრია ბართიშვილი, ნიკა სიხარულაშვილი, გივი ხაჩიძე, ელდარ კულიევი, გიორგი კუცია, საბა ავდოევი
თავდამსხმელები - ამირან ძაგანია, ლუკას კაფე, ვახო ბედოშვილი, ლადო ჩიხრაძე
მწვრთნელი - ანდრეი დემჩენკო
იბერია 1999-მა მთავარი მწვრთნელი ევროტურნირებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიცვალა. გუგა ნერგაძე ანდრეი დემჩენკომ შეცვალა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისურ გუნდში მნიშვნელოვან მატჩამდე კონფლიქტი მოხდა.
სკანდალი იბერიაში - კონფლიქტი მნიშნველოვანი მატჩის წინ
თუ იბერია ესტონური გუნდის ბარიერს დაძლევს, მაშინ შემდეგ ეტაპზე სლოვან ბრატისლავას შეხვდება.
ხოლო თუ თუ დამარცხდება, ასპარეზობას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც საბაჰსა (აზერბაიჯანი) და ნიუ სეინტსს (უელსი) შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.
ტალინის ფლორასა და იბერია 1999-ის მატჩი 8 ივლისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრას დანიელ მსაჯთა შემადგენლობა განსჯის - სანდი პუტროსი (მთავარი მსაჯი), დენიზ იურდაკული (ასისტენტი), დანიელ კორტზენი (ასისტენტი), აიდინ უსლუ (მე-4 მსაჯი), მიკელ რედერი (VAR)