დინამო ბათუმმა სანდრო ალთუნაშვილის ტრანსფერი გააოფიციალურა.
ფეხბურთელი კლუბს ისრაელის ჰაიფას ჰაპოელიდან შეუერთდა და კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ბათუმის დინამო უახლოეს დღეებში კიდევ 2 ახალ ტრანსფერს გამოაცხადებს.
მაურიდესი - 32 წლის თავდამსხმელი პოლონური ექსტრაკლასას რადომიაკიდან. ფეხბურთელს უთამაშია უნგრულ დებრეცენს და გერმანულ სანკტ-პაულიში. კონტრაქტის ხანგრძლივობა 2 წელი იქნება.
დირკ კარლსონი - 28 წლის ცენტრალური მცველი ავსტრიული სენტ-პოლტენიდან. მას უთამაშია ნიდერლანდულ დენ ჰააგსა და გერმანულ კარლსრუეში.
კარლსონს 73 მატჩი აქვს ჩატარებული ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებში. კონტრაქტის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაშიც 2 წელი იქნება.