VIDEO: ისტორიაში მეოთხედ - ტორპედო სუპერთასის გამარჯვებულია
01 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის ფინალი გაიმართა.
გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს იბერია 1999 და ტორპედო ქუთაისი დაუპირისპირდნენ.
ქუთაისური გუნდი პირველ ტაიმში 0-2 დაწინაურდა, გოლები კომნენ ანდრიჩმა და გიორგი არაბიძემ გაიტანეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ვახო ბედოშვილმა ერთი ბურთი გაქვითა.
75-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში გაათანაბრა, 83-ე წუთზე იბერია კულიევის გაძევების შემდეგ 10 კაცით დარჩა და ძირითადი დრო 2-2 დასრულდა.
პენალტების სერიაში გუნდებმა პირველი 5-5- პენალტი ზუსტად შეასრულეს, შემდეგ კი ნიკა სიხარულაშვილის დარტყმული ოთო გოშაძემ მოიგერია, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კი დიეგო დეისაძემ გაიტანა.
ტორპედომ საქართველო სუპერთასი მეოთხედ მოიგო - 2018, 2019, 2024 და ახლა უკვე 2026 წელს.
მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს დინამო თბილისი და დილა გორი შეხვდნენ, ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, პენალტებში კი დინამომ 4-2 იმარჯვა.