უკვე ოფიციალურად, ანდრია ბართიშვილი და პაატა ღუდუშაური იბერიაში ითამაშებენ.
ბართიშვილი ბოლოს ფოთის კოლხეთის ღირსებას იცავდა. 16 წლის შემტევი საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების წევრია.
ღუდუშაური გასულ სეზონში ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობდა, სადაც 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ვულოცავთ ახალწვეულებს ჩვენს გუნდში შემოერთებას და წარმატებას ვუსურვებთ!" - წერია ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის განცხადებაში.
