საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, ანდრია ბართიშვილი კარიერას ჩემპიონ იბერია 1999-ის რიგებში გააგრძელებს. ამის შესახებ GEO TEAM წერს.
წყაროს ინფორმაციით, ბართიშვილი იბერიელებთან 1-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს. მისი წარმომადგენელი სააგენტო Jugeli Sports გახლავთ.
ანდრია ბართიშვილი 30 მარტს 17 წლის ხდება. 2025 წლის სეზონი ეროვნული ლიგიდან გავარდნილ კოლხეთი 1913-ში გაატარა და 17 მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა.
ცნობისთვის, ბართიშვილამდე, იბერიამ გამოცდილი გარემარბი პაატარა ღუდუშაური დაიმატა. გუნდი დატოვეს კაპიტანმა გიზი მამაგეიშვილმა და სანდრო ალთუნაშვილმა.