არჩილ ბერიძის 8-წლიანი მმართველობის შემდეგ, დინამო ბათუმი ახალი მფლობელის ხელში გადადის.
GEO TEAM-ის ინფორმაციით, კლუბის მფლობელი ბათუმელი ბიზნესმენი თემურ მიქელაძე იქნება, ხოლო კლუბის საქმეებს მისივე გუნდი მართავს.
წყაროსვე ცნობით, დინამო ბათუმის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა იქნება. იგი 2011-14 წლებში დინამო თბილისის დირექტორი, 2015-24 წლებში კი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ყველა საჭირო საბუთი და დოკუმენტი მზადაა იმისთვის, რომ გუნდის ახალი მფლობელის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდეს.