დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის პლეიაუთის გადამწყვეტი მატჩები გაიმართა.
თელავსა და ტყიბულის მეშახტეს შორის ორივე მატჩი 1-1 დასრულდა და პენალტების სერია გახდა საჭირო.
თერთმეტმეტრიანები ტყიბულელთა გამარჯვებით 2-4 დასრულდა და მეშახტე ისტორიაში პირველად ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.
კიდევ ერთი ისტორია დაიწერა მეორე მატჩში, სადაც სპაერმა გარეჯთან 1-2 წააგო, თუმცა პირველი შეხვედრის 0-2 მოგების გამო, ორი თამაშის ჯამში 3-2 იმარჯვა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
მეშახტეს მსგავსად სპაერიც საქართველოს უმაღლეს დივიზიონში პირველად ითამაშებს.
წელს საქართველოს რანგით მეორე დივიზიონის გამარჯვებული რუსთავი გახდა, რომელიც 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ეროვნულ ლიგაში.
ასე და ამგვარად, პლეიოფის შედეგად წელს ეროვნული ლიგიდან სამივე გუნდი გავარდა და მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში სამ ახალ გუნდს ვიხილავთ - რუსთავი, მეშახტე და სპაერი.