• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
წინ დინამო და ტორპედო არიან - იბერიამ ჩემპიონობათა რაოდენობით 4 გუნდს გადაასწრო
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

წინ დინამო და ტორპედო არიან - იბერიამ ჩემპიონობათა რაოდენობით 4 გუნდს გადაასწრო

06 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული იბერია 1999 გახდა.

დედაქალაქურმა გუნდმა ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ, ხოლო ისტორიაში მესამედ იზეიმა - 2018; 2024 და 2025.

ამ წარმატების შემდეგ, იბერიელებმა უშუალოდ ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების სიაში სუფთა მე-3 ადგილზე აინაცვლეს - აქამდე მე-3 პოზიციას ვიტ ჯორჯიასთან, ზესტაფონთან, რუსთავთან და დინამო ბათუმთან იყოფდნენ (ყველა მათგანი 2-გზის ჩემპიონია).

იბერია 1999-ზე წინ 19-გზის ჩემპიონი დინამო თბილისი და 4-გზის ჩემპიონი ტორპედო ქუთაისი არიან. 2-გზის ჩემპიონები წინა აბზაცში ჩამოვთვალეთ, ერთხელ კი ტიტული სამტრედიას, გორის დილასა და ბოლნისის სიონს აქვთ მოგებული.

გუგა ნერგაძის გუნდმა წლევანდელ ტურნირზე 36-დან 24 მატჩი მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 4-ჯერ დამარცხდა - თელავთან, კოლხეთთან, დინამო თბილისთან და ტორპედო ქუთაისთან (ყველა ეს წაგება 2 აგვისტოდან, ანუ ევროტურნირების შემდეგ იყო).

ხაზგასასმელია, რომ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გუნდს სეზონის მიმდინარეობისას მწვრთნელი 2-ჯერ გამოუცვალა - ჩემპიონობაში 18-თამაშიანი წვლილი ლევან კორღალიძეს აქვს, ერთ მატჩში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ანზორ ცხვიტავა ასრულებდა, 7 შეხვედრაში ტექნიკურ ზონაში გია გეგუჩაძე იმყოფებოდა, საჩემპიონო ბოლო 10 ტურში (9 მოგება და 1 წაგება) კი გუნდს 29 წლის გუგა ნერგაძე უძღვებოდა.

იბერიას ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა აგვისტოში ესპანურ კადისში წასულ იური ტაბატაძეს, რომელმაც ყველაზე მეტ - 15 გოლში მიიღო მონაწილეობა (11 გოლი და 4 ასისტი), 14 გოლში მონაწილეობდა კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი (6 გოლი და 8 ასისტი), ხოლო ლუკა სილაგაძემ 10 გოლი შექმნა - 4 გოლი და 6 ასისტი.

ასევე აღსანიშნავია მარცხენა მცველი გიორგი ჯინჯოლავა, რომელმაც გადამწყვეტ ტურებში განსაკუთრებულად მოუმატა და ბოლო 6 შეხვედრაში 5 გოლი შექმნა - 3-ჯერ თავად გაიტანა და 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

აქვე დავამატოთ, რომ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ტორპედოს ბიორნ იონსენი (20 გოლი) გახდა, ხოლო საუკეთესო ასისტენტი სწორედ უკვე ნახსენები გიზი მამაგეიშვილი (8 საგოლე პასი).

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ეროვნული ლიგა
იბერია 1999
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

20 სთ წინ

ტაეკვონდო - კინწურაშვილი Dutch Open-ის ჩემპიონი გახდა

News image

20 სთ წინ

მე-3 მედალი სერბეთში - თორნიკე მიქელაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

News image

20 სთ წინ

VIDEO: დუბლი შეასრულა - კიტეიშვილი ბომბარდირია, შტურმი ჩემპიონატის ლიდერი

News image

20 სთ წინ

VIDEO: ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევრო - გიორგი კოჩალიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ტაეკვონდო - კინწურაშვილი Dutch Open-ის ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

ტაეკვონდო - კინწურაშვილი Dutch Open-ის ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

მე-3 მედალი სერბეთში - თორნიკე მიქელაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

•ქართული

ქართული

მე-3 მედალი სერბეთში - თორნიკე მიქელაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
•ქართული

ქართული

VIDEO: დუბლი შეასრულა - კიტეიშვილი ბომბარდირია, შტურმი ჩემპიონატის ლიდერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი