ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-ის კაპიტანი, გიზი მამაგეიშვილი კარიერას ავსტრიულ შტრუმში გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალური მედია GEO TEAM წერს.
წყაროს მიხედვით, მამაგეიშვილი ავსტრიაში იმყოფება, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და გრაცულ კლუბთან 3.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მამაგეიშვილი იანვარში 23 წლის ხდება, იბერიელთა რიგებში 2020 წლიდან თამაშობდა - 135 შეხვედრაში 18 გოლი და 21 საგოლე პასი აქვს აქტივში.
უშუალოდ გასულ, 2025 წლის საჩემპიონო სეზონში, ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა - 8 საგოლე პასი (6 გოლთან ერთად).
გრაცის შტურმში იგი ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი იქნება. გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ადგილზეა და ლიდერ ზალცბურგს 4 ქულით ჩამორჩება.