22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ქართულმა კლუბმა უეფას ეგიდით გამართულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე ითამაშა.
იბერია 1999 სტუმრად ბელგიურ სენტ-ტრუიდენს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
მასპინძლები სწრაფად, მე-3 წუთზევე დაწინაურდნენ, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
მიუხედავად ამისა, ბელგიელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც შეძლეს - გუნდი მე-11 წუთზე დაწინაურდა.
მინიმალური ჩამორჩენა იბერიამ თითქმის მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა თავად მომენტების შექმნას ნაკლებად ახერხებდა.
88-ე წუთზე კი მასპინძლებმა ზედმეტად წინ გამოსული გიორგი მაკარიძის შეცდომით ისარგებლეს და თითქმის ცენტრიდან შეძლეს ჩვენი გუნდის კარის აღება.
ამჯერად, იბერიამ პირველი მატჩი ბრძოლაში დათმო და შემდეგ შეხვედრას უკვე მომდევნო ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, თბილისში შვედური მიალბის წინააღმდეგ, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს.