იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, კონფერენს ლიგის პირველ მატჩში სენტ ტრუიდენთან მარცხი (0:2) შეაფასა.
„დამსახურებულად წავაგეთ, სამწუხაროდ. ჩვენი გეგმა აირია მაშინ, როცა ადრეული გოლი გავუშვით და ამის შემდეგ უკვე ძალიან რთული გახდა თამაშში ჩართვა იმ მუხტით, რაც გვქონდა თავიდან დაგეგმილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დამსახურებული მარცხი იყო.
ახლა ამ წუთას ძალიან რთულია სწორი ანალიზის გაკეთებას, ემოციის ქვეშ ვართ ყველა. დავჯდებით, ყველაფერს გავაანალიზებთ და შემდეგ უკეთ გამოჩნდება, თუ რა იყო პრობლემა, რატომ წავაგეთ და ა.შ.
რა თქმა უნდა რთულია, როცა ასეთი რანგის ტურნირზე პირველად თამაშობ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ნაადრევი გოლის გაშვებამ ფსიქოლოგიურად გაგვტეხა და ერთ-ერთ მიზეზიც ეს იყო.
ყველა შემტევი შევცვალე, მაგრამ მათ ნაცვლადაც შემტევები შემოვიყვანე და ვფიქრობ, ეს უფრო პოზიციური ცვლილება იყო, ვიდრე 1:0-ს შენარჩუნება. ანგარიშის შენარჩუნების გეგმა ნამდვილად არ გვქონია.
ვინც გვყავს, ყველას შეუძლია გუნდის გაძლიერება და ჩემი ცვლილებებიც სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ შეტევაში უფრო კრეატიულები ვყოფილიყავით, თუმცა არ გამოვიდა, მაგიტომაც ვახსენე თავიდან, რომ დამსახურებულად დავმარცხდით. კრეატივიც არ გვქონდა და შეცვლებმაც ვერ გაამართლა ისე, როგორი იმედიც გვქონდა.
მე ვთვლი, რომ შეგვწევს იმის ძალა, რომ ორ ფრონტზე გადატვირთული გრაფიკის ფონზეც ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, როტაციასაც მივმართავთ, გვაქვს იმის რესურსი, რომ ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ფეხბურთელებს, რომლებმაც ბევრი თამაში ჩაატარეს მჭიდრო გრაფიკში.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ლიგაშიც და შემდეგ ევროტურნირებზეც ბევრად უფრო წარმატებულები და ღირსეულები ვიქნებით, ვიდრე დღეს ვიყავით." - აღნიშნა ქართველმა სპეციალისტმა.