ლარნესთან მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას გაკეთებული განცხადების გამო, იბერიას კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ განმარტება გააკეთა.
"გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით, მინდა, მცირე განმარტება გავაკეთო. ჩემი სიტყვები ემოციით იყო ნათქვამი და ვხვდები, რომ ტონი ზედმეტად მკვეთრი გამომივიდა.
ჩემმა ფორმულირებამ გულწრფელი გულშემატკივარი გაანაწყენა, ამისთვის ბოდიშს ვიხდი. განსაკუთრებული მადლობა კი მათ, ვინც რთულ მომენტშიც ჩვენ გვერდით იდგა, გვამხნევებდა და გუშინ, თავისი გულშემატკივრობით, ეს გამარჯვება ჩვენთან ერთად იზეიმა. მე და მთელი გუნდი ამას ძალიან ვაფასებთ, მადლობა! გილოცავთ", - წერს ჯინჯოლავა.
იბერიას კაპიტანმა კრიტიკოსებს მწვავედ უპასუხა