ჩემპიონთა ლიგისისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები - პარი სენ-ჟერმენი და ასტონ ვილა ზალცბურგში, რედ ბულ არენაზე უეფას სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
გუნდებმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლებით დატვირთული ორრაუნდიანი მატჩი ითამაშეს, სადაც ლუის ენრიკეს პარიზელებმა უნაი ემერის გუნდი ჯამში 5:4 დაამარცხეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ვილა ძალიან ახლოს იყო პსჟ-ს მზარდი საკონტინენტო ჰეგემონიის შეჩერებასთან, ევროპული სეზონის ყოველწლიური ტრადიციული გახსნა უაღრესად დაძაბული ბრძოლა იქნება.
გუნდების შემადგენლობები ამ საღამოსთვის ასეთია:
პსჟ: საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ნევეში, ვიტინია, ზაირ-ემერი; აკლიუში, კვარაცხელია, დუე.
ასტონ ვილა: ბიზოტი; ქეში, პაუ, ლინდელოფი, მაატსენი; კამარა, გომესი; მაკგინი, ბუენდია, ჰემინგსი, მაჯო.