ვიტინია 2026 წლის ოქროს ბურთის მოგებას პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელს უსურვებს და თავის ფავორიტ სამეულს ასახელებს.
„წელს ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ვფიქრობ, სრულიად ლოგიკური იქნება, თუ ჯილდოს პსჟ-ის ფეხბურთელი მოიგებს.
მაგალითად, კვარა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული სეზონის შემდეგ, უსმან დემბელე მისი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, ან ფაბიან რუისი, რომელმაც ყველაფერი მოიგო.
ჩემთვის არჩევანი ამ სამ ფეხბურთელს შორის იქნებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა კანდიდატიცაა, მაგალითად კეინი ან მბაპე.
რაც შემეხება მე, ოქროს ბურთისთვის ხმას პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელს მივცემ.“ - განაცხადა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა.
კვარა დღეს მორიგი დიდი რეკორდის გამეორებას შეუტევს