დღეს, ზალცბურგის რედ ბულ არენაზე ევროპის სუპერთასი 51-ედ გათამაშდება.
ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი და ევროპა ლიგის ჩემპიონი ასტონ ვილა დაუპირისპირდებიან.
ყველანაირი პროგნოზით, მატჩს ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს და შეეცდება, ისტორიაში მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდეს, რომელსაც ორი სუპერთასი ექნება მოგებული და პირველი, ვინც ამის გაკეთება ზედიზედ ორჯერ შეძლო.
არი სენ-ჟერმენი და ასტონ ვილა ევროპის სუპერთასის მატჩს არცთუ ისე ოპტიმალურ ფორმაში ხვდებიან.
პარიზელებმა ამ ზაფხულს მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს - მალიორკასთან 0:3 დამარცხდნენ, მანჩესტერ იუნაიტედთან კი 1:1 ითამაშეს. ვარსკვლავების უმეტესობა გუნდს გვიან შეუერთდა, თუმცა ლუის ენრიკეს განკარგულებაში თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშეა, მათ შორის ბრედლი ბარკოლაც, რომლითაც ლივერპული ინტერესდება. სავარაუდო შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელიაც.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, ფერნანდესი - მბაიე, მაიულუ, კვარაცხელია.
რაც შეეხება ასტონ ვილას, უნაი ემერის გუნდმა ზაფხულში 6 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, თუმცა დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს - ბოლო 5 მატჩში გოლი ყველა შეხვედრაში გაუშვა. გუნდს ტრავმების გამო ამადუ ონანა და ლეონ ბეილი დააკლდებიან, ხოლო ემილიანო მარტინესის თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ასტონ ვილას სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ბიზოტი - ქეში, ლინდელოფი, ტორესი, მაატსენი - გომესი, კამარა - მაკგინი, ბუენდია, გარნაჩო - აბრაჰამი.