პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სურს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგოს.
ტურნირის მთელი ისტორიის განმავლობაში ტიტულის ზედიზედ სამჯერ მოგება მხოლოდ მადრიდის რეალმა შეძლო - მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგაზე 2016-დან 2018 წლის ჩათვლით იმარჯვეს.
„გამარჯვებების გაგრძელება რთულია. ახლა ჩვენ წინაშე უნიკალური ამოცანაა, პრაქტიკულად უპრეცედენტო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში - ჩვენ გავიმეორებთ რეალის მიღწევას, თუ შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას. ვაუ!
ეს სრულიად სხვა დონეა. მთელი ისტორიის განმავლობაში, რეალის გარდა, ტურნირი ზედიზედ სამჯერ არავის მოუგია.
ჩვენ შეგვიძლია მათ გავუტოლდეთ. არამგონია, ევროპაში ჩვენზე მეტად მოტივირებული გუნდი მოიძებნოს“, - განაცხადა ენრიკემ.