პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას ფერან ტორესის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს ოდენობის ოფიციალური წინადადება წარუდგინა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პარიზული კლუბი ესპანელ თავდამსხმელთან პირად პირობებზე უკვე თითქმის შეთანხმებულია და კლუბებს შორის მოლაპარაკებებიც დასკვნით ეტაპზეა.
ტორესი, რომელმაც მანჩესტერ სიტიდან კატალონიაში გადასვლის შემდეგ ბარსელონას რიგებში 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა, სავარაუდოდ კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.
ფერანს ძირითად შემადგენლობაში უფრო დიდი როლი სურს და სწორედ ესაა მისი ბარსელონას დატოვების მთავარი მიზეზი. პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემთხვევაში ტორესი ლუის ენრიკესთან დაბრუნდება, რომლის ხელმძღვანელობითაც ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა.