• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ვინ იქნება ვინისიუსის ალტერნატივა? - 7 გარემარბი, რომლებიც შესაძლოა არტეტას გამოადგეს
ფეხბურთიფეხბურთი

ვინ იქნება ვინისიუსის ალტერნატივა? - 7 გარემარბი, რომლებიც შესაძლოა არტეტას გამოადგეს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის ჩემპიონებისდა სამწუხაროდ, ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი არ შედგა - ვინიციუს ჟუნიორმა მადრიდის რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მისი ლონდონში გადაბარგების ამბავი საბოლოოდ დასრულდა. დღევანდელ ბლოგში იმ ალტერნატიულ ვარიანტებზე მოგიყვებით, რომელთაც არტეტას გუნდის შეტევითი ფლანგების გაძლიერება შეუძლიათ.


მას შემდეგ, რაც ლეანდრო ტროსარმა ბეშიკთაშს მიაშურა, ხოლო არსენალს მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მორგან როჯერსი ჩელსიში გაეპარა, მეთოფეებმა ბრიუგედან 24 წლის ბერძენი გარემარბი, ქრისტოს ცოლისი დაიმატეს. რა თქმა უნდა, გადატვირთული ინგლისური სეზონთან ერთად ჩემპიონთალიგური კამპანიის პირობებში, არტეტასთვის ეს საკმარისი არაა - პრემიერ ლიგის ჩემპიონები კიდევ მინიმუმ ერთი ვინგერის ყიდვას შეეცდებიან.


ქენან ილდიზი


იუვენტუსის გარემარბს უკვე დიდი ხანია არსენალს უკავშირებენ და ახლა, შესაძლოა, იდეალური მომენტი იყოს მეთოფეებისთვის - ბიანკონერიმ გასულ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რის გამოც, შესაძლოა, ამ ზაფხულს მსხვილი სატრანსფერო თანხის მიღება დასჭირდეს.


თურქი 2025-26 წლების სეზონში იუვეს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო - ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 20 საგოლე მოქმედება მიითვალა (11 გოლი, 9 ასისტი). ის გახდა იუვენტუსის მეორე ფეხბურთელი ბოლო 50 წლის განმავლობაში, რომელმაც 21 წლის შესრულებამდე სერია A-ს სეზონის პირველ 15 მატჩში მინიმუმ ხუთი გოლის გატანა შეძლო. პირველი ილდიზის ბავშვობის კერპი, ალესანდრო დელ პიერო გახლდათ (5 გოლი 1994-95 წლების სეზონში). ამის შემდეგ ის გახდა იუვეს ისტორიაში პირველი არაიტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც 21 წლის ასაკამდე სერია A-ს ერთ სეზონში ორნიშნა გოლების მაჩვენებელს მიაღწია.


ქენანი დინამიკური და კრეატიული მოთამაშეა, ზუსტად ისეთი, როგორიც იდეალურ გარემარბს შეეფერება. ის უპირატესობას მარჯვენა ფეხს ანიჭებს, თუმცა მარცხენათიც საკმაოდ კარგად ურტყამს. გასულ სეზონში სერია A-ში ილდიზმა მარჯვენა ფეხით 73-ჯერ დაარტყა, ხოლო მარცხენათი - 23-ჯერ, რაც მცველებს ხშირად დამაბნეველი იყო. თუმცა, ილდიზი მხოლოდ გოლების გატანით არ გამოირჩევა - ის ამავდროულად შესანიშნავი ასისტენტიცაა. ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველა ფეხბურთელს შორის გასულ სეზონში მხოლოდ ბრუნო ფერნანდეშმა (98) და რომანო შმიდმა (77) შექმნეს ილდიზზე (67) მეტი შანსი ღია თამაშიდან, ხოლო ბურთით პროგრესული სვლებისა და შანსების შექმნის კომპონენტში მასზე (37) უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორს (43) ჰქონდა.



ნიკო ვილიამსი


კიდევ ერთი სახელი, რომელიც ხშირად ფიგურირებს არსენალთან ან ნებისმიერ სხვა კლუბთან მიმართებით, რომელიც მარცხენა გარემარბს ეძებს, ნიკო უილიამსია.


ნიკოს გადაბირება რთული, იქნება - მან წინა წელს ბარსელონა გაისტუმრა უარით და ბავშვობის კლუბთან კონტრაქტი 2035-მდე გააფორმა. თუმცა გასულ ზაფხულს არსენალმა მარტინ ზუბიმენდის გადაბირება მაინც შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელიც მანამდე თავს იკავებდა ბასკეთის დატოვებისგან. უილიამსმა 2025-26 წლების ლა ლიგის 25 მატჩში 6 გოლი და 3 ასისტი მიითვალა, თუმცა 24 წლის ფეხბურთელისთვის ეს სეზონი ტრავმებმა საგრძნობლად დააზარალა.


ამ მიზეზით მან მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი გამოტოვა, თუმცა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან დაბრუნდა და საკუთარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ესპანეთმა საბოლოოდ ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული ტურნირი მოიგო. უილიამსმა მსოფლიო ჩემპიონატის საჩემპიონო გოლის ასისტიც კი ჩაიწერა აქტივში - არგენტინასთან ფინალში მისი ზუსტი თავური გადაცემის შემდეგ ფერან ტორესმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.


გასულ სეზონში ლა ლიგაში ის საშუალოდ 90 წუთში 8.2 დრიბლინგს ასრულებდა. ევროპის ტოპ-5 ლიგაში მასზე მაღალი მაჩვენებელი (მინიმუმ 1,000 წუთი ითამაშეს) მხოლოდ ლამინ იამალს, კევინსა (ფულემი) და ჟერემი დოკუს ჰქონდათ. ამასთან, მეტოქის საჯარიმოში ის საშუალოდ 90 წუთში 8.2-ჯერ (7.7-ჯერ) ეხებოდა ბურთს - ევროპის ტოპ-5 ლიგაში მასზე უკეთესი მაჩვენებელი 12 გარემარბს ჰქონდა.
მისი გამოსასყიდი თანხა, გავრცელებული ცნობებით, 90 მილიონ ევროს შეადგენს, რაც იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა არც იმხელა ციფრია, რომ დააფრთხოს პოტენციური მსურველები, რომლებსაც სჯერათ, რომ ის გუნდს თამაშის ახალ დონეზე აყვანაში დაეხმარება.




აბდე ეზალზული


აბდე ეზალზულიმ, რომელსაც ასევე ვიცნობთ როგორც, ეზ აბდე, გასულ სეზონში ბეტისში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ლა ლიგის 29 მატჩში 18 საგოლე მოქმედება მიითვალა (10 გოლი, 8 ასისტი) - მაჩვენებელი, რომელსაც მხოლოდ ექვსმა მოთამაშემ აჯობა და ბეტისს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაეხმარა. მაროკოელმა ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა.
24 წლის ფეხბურთელი ვინისიუსის დონეზე არ დგას, თუმცა მასთან გარკვეულ მსგავსებები აქვს - კერძოდ, ის საკმაოდ ბევრ ჯარიმას გამოიმუშავებს (რაც განსაკუთრებით გამოსადეგია გუნდისთვის, რომელიც ასე კარგად იყენებს სტანდარტულ სიტუაციებს) და ასევე შეუძლია ბურთით დიდი მანძილის დაფარვა პროგრესული რეიდების დროს.


გასულ სეზონში ლა ლიგაში აბდეზე (71) მეტი ჯარიმა მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა მოიპოვა, ხოლო 90 წუთში საშუალოდ 5.7 ხანგრძლივი პროგრესული სვლით (რეიდები, რომლებსაც ბურთი მინიმუმ 10 მეტრით მიჰყავს წინ) მასზე უკეთესი მაჩვენებელი (მინიმუმ 1,000 წუთი ითამაშეს) მხოლოდ 10 მოთამაშეს ჰქონდა.



მიკა გოდსტი


ეს ტრანსფერი, შესაძლოა, ნაკლებად სავარაუდო ჩანდეს, რადგან, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ბელგიელი პარი სენ-ჟერმენში გადადის - შესაძლოა, სწორედ ლივერპულის სამიზნე ბარკოლას შემცვლელად. თუმცა, ეს ზაფხული სატრანსფერო ჩაშლებისა და ფეხბურთელების გადაბირების სეზონია, პსჟ კი, გავრცელებული ცნობებით, თავს იკავებს აიაქსის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდისგან. გარდა ამისა, ეს შესაძლოა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ერთგვარი შურისძიებაც იყოს.


მიკა გოდტსი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა გარემარბად ითვლება - აქვს სწრაფი ფეხები, უყვარს მეტოქის მოტყუებაზე წასვლა და, მიუხედავად იმისა, რომ ივნისში მხოლოდ 21 წელი შეუსრულდა, შეტევების დაგვირგვინებაც შესანიშნავად ეხერხება. გოდტსმა გასულ სეზონში ერედივიზიეში 30 საგოლე მოქმედება მიითვალა (17 გოლი, 13 ასისტი) - ევროპის ტოპ-10 ლიგაში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჰქონდა.


გარდა ამისა, ევროპის ტოპ-10 ლიგაში ღია თამაშიდან გოდტსზე (80) მეტი შანსი მხოლოდ ბრუნო ფერნანდეშმა (98) და არსენალის ახალწვეულმა ცოლისმა (81) შექმნეს, ხოლო მის 87 წარმატებულ დრიბლინგს მხოლოდ ლამინ იამალმა (133) და იან დიომანდემ (118) გადააჭარბეს. ალბათ ყველაზე აღსანიშნავია ის, რომ ბურთით პროგრესული სვლებისა და შანსების შექმნის კომპონენტში გოდტსზე (43) უკეთესი შედეგი მხოლოდ ძოლისს (44) ჰქონდა - ბელგიელმა ვინისიუსის მაჩვენებელი გაამეორა, თანაც 2 მატჩით ნაკლებში (34 და 36). რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძოლისმა და გოდტსმა ეს შედეგები შესაბამისად ბელგიის პრო ლიგასა და ნიდერლანდების ერედივიზიეში დააფიქსირეს.




ილიმან ნდიაიე


ილდიზთან ერთად, ილიმან ნდიაიე, ალბათ, ის სახელია, რომელსაც ყველაზე აქტიურად უკავშირებენ არსენალს მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ ვინისიუსის ტრანსფერი არ შედგებოდა.


ერთადერთი შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორი ის არის, რომ სენეგალის ნაკრების წევრი გასულ სეზონში ევერტონში უმეტესად მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, თუმცა მას თამაში მარცხნივაც შეუძლია - იანვარში ჯეკ გრილიშის ტრავმის შემდეგ ის საკმაოდ ხშირად გადადიოდა ამ ფლანგზე. გასულ სეზონში ნდიაიემ ევერტონის შემადგენლობაში პრემიერ ლიგის 30 მატჩში 6 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.
შეფილდ იუნაიტედისა და მარსელის ყოფილი გარემარბი ბურთით შეტევაში გამუდმებით მიიწევდა წინ და კანფეტებს მეტოქის ნახევარზე გადასვლაში რეგულარულად ეხმარებოდა.


გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში ნდიამეზე (73) მეტი წარმატებული დრიბლინგი მხოლოდ ჟერემი დოკუს (84) ჰქონდა, ამასთან, ის უბურთოდაც საკმაო სამუშაოს ასრულებს. 2025-26 წლების პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა, ბუკაიო საკამ (27) მოიპოვა ბურთი მეტოქის მესამედში ნდიაიეზე (26) მეტჯერ.



საიდ ელ მალა


გოდტსის მსგავსად, შესაძლოა ამ ტრანსფერისთვისაც უკვე გვიანი იყოს, რადგან საიდ ელ მალას აქტიურად უკავშირებენ დორტმუნდის ბორუსიას, თუმცა, კიდევ ერთხელ - ამ სატრანსფერო ფანჯარაზე წინასწარ არაფერი ვიცით.


19 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში, კიოლნის პრობლემურ გუნდში ასპარეზობისას, ბუნდესლიგის 34 მატჩში შთამბეჭდავი 13 გოლი გაიტანა. ზაფხულის დასაწყისში ელ მალას ლივერპულსაც უკავშირებდნენ, სანამ ინგლისელები ყურადღებას ბარკოლაზე გადაიტანდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანელი ჯერ კიდევ თინეიჯერია და ასეთ შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებდა გუნდში, რომელმაც ბუნდესლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა, რთული არ არის იმის მიხვედრა, საიდან მოდის ასეთი დიდ ინტერესი.


გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ელ მალაზე (37) მეტი დარტყმით დასრულებული პროგრესული სვლა (რეიდი) მხოლოდ მიუნხენის ბაიერნის დუეტს  მაიკლ ოლისესა (47) და ლუის დიასს (41) ჰქონდა, ხოლო გოლით დასრულებული რეიდების კომპონენტში მასზე (6) უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ოლისემ (8) დააფიქსირა.



მატიას ფერნანდეს-პარდო

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც შესაძლოა მეთოფეებს მოერგოთ, თუ კლუბი მზადაა ფსონი მზა ვარსკვლავის სანაცვლოდ პოტენციალზე დადოს, მატიას ფერნანდეს-პარდოა. მან 2025-26 წლების სეზონში ლილში საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა.


ბელგიის ნაკრების წევრმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გოდტსზე წინ დააყენეს და განაცხადში შეიყვანეს, გასულ სეზონში ლიგა 1-ის 29 მატჩში 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.


21 წლის ფერნანდეს-პარდო კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელსაც ბურთის მეტოქის ნახევარზე რეგულარულად გადატანა შეუძლია. გასულ სეზონში ლიგა 1-ში მასზე მეტი ხანგრძლივი პროგრესული სვლა მხოლოდ შვიდმა ფეხბურთელმა განახორციელა (122), ამასთან, მას ამ რეიდებისას საფრთხის შექმნაც შესანიშნავად ეხერხება. ის მეშვიდე ადგილზე გავიდა დარტყმით დასრულებული რეიდების მაჩვენებლით (26), ხოლო მისი 13 შანსის შემქმნელი სვლიდან სამი ასისტით დაგვირგვინდა. თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ არსენალი უფრო გამოცდილ და დამტკიცებული კლასის მქონე ფეხბურთელს ეძებს, ისეთს, ვისაც თამაშის ბედის ცალკეულად გადაწყვეტა შეუძლია.




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არსენალი
პრემიერ ლიგა
ტრანსფერები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სამედიცინო შემოწმება გავლილია - არაუხო პრემიერ ლიგაში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სამედიცინო შემოწმება გავლილია - არაუხო პრემიერ ლიგაში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ იქნება ლივერპულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ახალ სეზონში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ იქნება ლივერპულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ახალ სეზონში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

სამედიცინო შემოწმება გავლილია - არაუხო პრემიერ ლიგაში ითამაშებს

News image

2 სთ წინ

ვინ იქნება ლივერპულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ახალ სეზონში?

News image

2 სთ წინ

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე

News image

2 სთ წინ

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება