ბარსელონას მცველმა, რონალდ არახომ ლივერპულში იჯარით გადასვლამდე სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
ამ ინფორმაციას Sky Sports News ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ მერსისაიდელები ურუგვაელი ფეხბურთელის ტრანსფერს ოფიციალურად დღეს გამოაცხადებენ.
ცნობილია, რომ იჯარის დასრულების შემდეგ ლივერპულს არახოს გამოსყიდვა 55 მილიონ ევროდ შეეძლება.
ამ ერთწლიანი იჯარის განმავლობაში, ურუგვაელი მცველის ხელფასს სრულად ლივერპული გადაიხდის.