ვესტ ჰემი ჯეიმი ვარდის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი, რომელიც ჩემპიონშიპში დაქვეითდა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო სამი კვირის განმავლობაში ახალ თავდამსხმელს ეძებს.
ვარდი თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც იტალიურ კრემონეზესთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
კლუბმა სერია A დატოვა, ინგლისელმა ფორვარდმა კი ლესტერის დატოვების შემდეგ იტალიაში მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა.