რომა არსენალის ნახევარმცველის, გაბრიელ მარტინელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომაული კლუბი პორტუდან როდრიგო მორას ტრანსფერით იყო დაინტერესებული და მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომაელთა სპორტულმა დირექტორმა, ტონი დ'ამიკომ ალტერნატიული ვარიანტების შესწავლაც დაიწყო, რომელთა შორის მარტინელიც შედის.
ბრაზილიელის კონტრაქტი მეთოფეებთან წელს იწურება, არსენალმა კი ამ ზაფხულს იმავე პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი, ქრისტოს ცოლისი უკვე დაიმატა, რაც გაბრიელის შესაძლო წასვლაზე მიუთითებს.
თუმცა მისი ტრანსფერი იაფი არ დაჯდება - პოტენციურმა თანხამ შესაძლოა დაახლოებით 40-45 მილიონი ევრო შეადგინოს. ასევე აღინიშნება, რომ ლონდონში 25 წლის მოთამაშე წლიურად 11 მილიონ ევროს იღებს გადასახადების დაქვითვამდე, რაც რომასთვის შესაძლოა დამატებით პრობლემად იქცეს.