მარკ კუკურელიამ მადრიდის რეალში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.
ესპანეთის ნაკრების მცველი სამეფო კლუბში ჩელსიდან გადავიდა, რის შესახებ ინფორმაციაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.
კუკურელია ბარსელონას საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, რაც მის რეალში გადასვლას კიდევ უფრო სკანდალურს ხდის.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ლოდინი დიდხანს გაჭიანურდა, მაგრამ უკვე აქ ვარ. დღეს თანაგუნდელებთან ერთად ვივარჯიშე, ყველანი გავანიცანი და მოუთმენლად ველი, რომ ეტაპობრივად უფრო დავუახლოვდე და შესანიშნავი სეზონი ჩავატაროთ.
ეს დიდი სიამაყეა. არ მგონია, ბევრ ადამიანს შეეძლოს თქმა, რომ ამ მაისურს ატარებდა. ჩვენ ვნახეთ დიდი ლეგენდები, ეს მდიდარი ისტორიის მქონე კლუბია, ყველაზე დიდი ევროპაში. აქ ყოფნა პრივილეგიაა, პატივია და, უპირველეს ყოვლისა, ჯილდოა იმ ყველა ძალისხმევისთვის, რაც ჩემს კარიერაში გავწიე.
ნებისმიერ ფეხბურთელს, ნებისმიერ ბავშვს, რომელიც ფეხბურთის თამაშს იწყებს, ძალიან უჭირს უარი თქვას ასეთ კლუბში თამაშის შესაძლებლობაზე. მე ეს შანსი მომეცა და ეჭვიც არ შემპარვია. როგორც მაყურებელი, ვხედავდი ამ ყველა ჯადოსნურ ღამეს, ამ ქამბექებს ბერნაბეუზე, ჩემპიონთა ლიგის ყველა მოგებულ თასს.
ამის საკუთარ თავზე გამოცდა და ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, - განაცხადა კუკურელიამ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში.