კოპენჰაგენთან გამართული მატჩის შემდეგ, გუნდის გამოცდილმა მეკარემ გიორგი მაკარიძემ შეხვედრა შეაფასა და მიუხედავად ნაჩვენები კარგი თამაშისა, შედეგით გამოწვეული გულისტკივილი გამოხატა.
გიორგი მაკარიძემ ხაზი გაუსვა, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და დარჩენილ სამ შეხვედრაში მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება:
შედეგით არ ვარ კმაყოფილი, რა თქმა უნდა, გული დამწყდა ძალიან, რომ ერთი ქულაც ვერ წამოვიღეთ. წინ კიდევ სამი თამაშია და შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ. იმედი მაქვს, რომ ხეტაფესთან უკეთეს შედეგს დავდებთ.
მეკარემ ასევე განსაკუთრებული ყურადღება გულშემატკივრების მხარდაჭერასა და სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზე გაამახვილა:
თხოვნა მაქვს, რომ ხალხი მოვიდეს და იგივე გარემო რომ შეიქმნას ჩვენთან, რა თქმა უნდა, რთული იქნება იმავეს გამეორება, მაგრამ მივამსგავსოთ და მაგაშიც წინ წავიდეთ.