იბერია 1999-მა ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გორის თენგიზ ბურჯანაძე არენაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩაატარა და ადგილობრივი დილა 2:0 დაამარცხა.
ამ მატჩის გამორჩეული ფაქტი ის ფენომენალური სტატისტიკური სერიაა, რომელიც თბილისურმა კლუბმა კიდევ უფრო განამტკიცა. იბერიამ ეროვნულ ლიგაში გორის დილას ზედიზედ მეათე შეხვედრა მოუგო!
შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე ამირან ძაგანიამ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე ლუკას კაფემ მეტოქის კარი აიღო და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება
ამ დამაჯერებელი გამარჯვებით მოქმედმა ჩემპიონმა 52 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, თუმცა იბერიას და რუსთავს ამჟამად თანაბარი ქულები აქვთ.
ორივე გუნდი ლიდერ ბათუმის დინამოს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება გორის დილას, ის 40 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ იბერია 1999 კონფერენს ლიგის მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე, შვედური მიალბის წინააღმდეგ სახლში გამართავს!
ისტორიული შეხვედრის ბილეთების გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო და მათი შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.