საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის პირველ საშინაო შეხვედრას შვედეთის მოქმედ ჩემპიონ მიალბის წინააღმდეგ გამართავს.
მიალბი შვედეთის ჩემპიონატის 101-წლიან ისტორიაში 21-ე ჩემპიონია, თავად კი, არათუ ქვეყნის ჩემპიონობა, ნებისმიერი შესაძლო ტიტულიც პირველად მოიგო. კლუბი 1939 წელს დაარსდა და 87-წლიან ისტორიაში ევროტურნირებზეც პირველად ასპარეზობს.
გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა სოფელ ჰიოლევიკიდან, რომლის მოსახლეობა 1 400 ადამიანზე ნაკლებია, მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელი კი თევზჭერა და მომსახურების სფეროა. ახლომდებარე ნოგერსუნდის ნავსადგური შვედეთში სიდიდით მესამე სათევზაო ნავსადგურია. ასევე გავრცელებული საქმიანობაა ბეწვის მოშენება.
აღსანიშნავია, რომ მიალბი შვედეთის ალსვენსკანის 2025 წლის გამარჯვებული გახდა იმ პირობებში, როცა მისი ბიუჯეტი (9 მლნ აშშ დოლარი), მაგალითად, 27-გზის ჩემპიონ მალმიოს ბიუჯეტზე (52.3 მლნ აშშ დოლარი) თითქმის 6-ჯერ ნაკლებს შეადგენდა.
იბერია 1999-ისა და მიალბის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხუთშაბათს, 22 ოქტომბრის 20:45 საათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
როგორ ემზადება მიალბი საქართველოში მგზავრობისთვის? - უჩვეულო დეტალები და მკაცრი გეგმა