VIDEO: ოდიშარიას ვერ აჩერებენ - ასისტების მეფე ჩემპიონობისკენ მიიწევს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლაშა ოდიშარია ლატვიის ვირსლიგაში შედეგიან თამაშს აგრძელებს.
ჩემპიონატის 33-ე ტურში, მისმა რფს-იმ ტუკუმს 2000-ს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემა შეასრულა.
დინამო თბილისის ექს-ფეხბურთელმა 76-ე წუთზე საჯარიმოში გამოზომილად ჩააწოდა, რის შემდეგაც ანგარიში გაიხსნა.
ლაშასთვის ბოლო 4 ტურში მე-4 საგოლე მოქმედებაა - ყველა შემთხვევაში ასისტი გააკეთა. სეზონში ჯამურად 9 საგოლე პასი მოაგროვა, რაც ვირსლიგაში მე-2 მაჩვენებელია - რიგას შემტევ ულად მ'ჰანდს 11 შედეგიანი გადაცემა აქვს.
ოდიშარიას გუნდი საჩემპიონო რბოლაში 4-ქულიანი უპირატესობით სწორედ ნახსენებ რიგას ჯობნის, სათამაშო კი ბოლო 3 ტური რჩება (უკანასკნელ რაუნდში რიგა-რფს-ის მატჩია).