VIDEO: ოდიშარიას ბენეფისი, ქამბექი 0:2-დან და შენარჩუნებული ლიდერობა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატში განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა.
ვირსლიგას 32-ე ტურის ეგიდით, მისი რფს იელგავას მასპინძლობდა და 0:2-ს აგებდა, რა დროსაც სცენაზე ქართველი გარემარბი გამოვიდა.
ლაშამ ასისტების დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო გოლისას პრე-ასისტი მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა: Flashscore-მა 9.3 დაუწერა, ხოლო Sofascore-მა - 8.6.
23 წლის ოდიშარიას ლატვიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ, 8 საგოლე პასი გააკეთა, რაც ლიგაში მე-2 შედეგია.
რფს-მ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და ლიდერობა შეინარჩუნა - რიგასთან სხვაობა კვლავ 1 ქულაა.