VIDEO: ვაკომ უჩვეულო სტილში გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგის 27-ე ტურში თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
მისი შანდონ ტაიშანი სტუმრად ჩონსინ ტონლიანლონს ხვდებოდა და 0:1-ს აგებდა - ვაკოს ჯერ გოლი გაუუქმეს, რამდენიმე წუთში კი მაინც გაიტანა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ქართველი შემტევისთვის მიმდინარე სეზონში მე-14 საგოლე მოქმედებაა - 6 გოლი, 8 ასისტი.
შანდონელებს 27 ტურში 38 ქულა აქვთ და მე-3 ადგილოსან ბეიჯინ გოანს 3 ქულით ჩამორჩებიან.
აღსანიშნავია, რომ შანდონმა ჩემპიონატი, ფედერაციის სანქციების გამო -6 ქულით დაიწყო (სულ 9 გუნდი დაასანქცირეს).