VIDEO: ნარიმანიძემ 25 წუთში გმირობაც მოასწრო და ანტიგმირობაც
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სლოვაკეთის NIKE LIGA-ს მე-10 ტურში სანდრო ნარიმანიძეს კონტროვერსიული მატჩი ჰქონდა.
მისი ჟილინა, რომელიც ტურს თანალიდერის სტატუსით შეხვდა, რუჟომბეროკს ესტუმრა და მე-16 წუთზე 2:0-ს უგებდა - მეორე გოლი კუთხურიდან სწორედ ახალგაზრდა ქართველმა მცველმა გაიტანა.
25-ე წუთზე სანდრომ მეტოქე საჯარიმოში წააქცია, წითელი ბარათი მიიღო, რუჟომბეროკმა სხვაობა შეამცირა, მოგვიანებით კი საერთოდ ქულა გადაარჩინა.
ნარიმანიძე ჟილინას დაცვის ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში სტაბილურად თამაშობს. წლევანდელ NIKE LIGA-ში გოლი მეორედ გაიტანა და კარიერაში მეორედ გააძევეს.
მის გუნდს 21 ქულა აქვს და ლიდერ დუნაისკა სტრედას 2 ქულით ჩამორჩება. 18 ოქტომბერს სწორედ ამ გუნდს მასპინძლობენ, ცხადია, ნარიმანიძის გარეშე.