VIDEO: იეგოიანმა მთელი სეზონის მაჩვენებელი 2 თვეში გააუმჯობესა - რა შედეგი აქვს?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირაკლი იეგოიანმა ნიდერლანდების ერედივიზიეს მატჩში გრონინგენს გაუტანა.
ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართველის ექსელსიორმა ერთ-ერთ კონკურენტ გრონინგენს უმასპინძლა და მოულოდნელად განადგურდა - 1:5.
იეგოიანმა 36-ე წუთზე პენალტი დამაჯერებლად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი შეაგდო, აქტივში ასევე 5 საგოლე პასი აქვს და კვლავ ერედივიზიეში საუკეთესო ასისტენტად რჩება.
ქვედა დივიზიონში ვიტესის მაისურით შედეგიანი თამაშის შემდეგ, ირაკლი უმაღლეს დივიზიონშიც ზედიზედ მეორე სტაბილურ სეზონს ატარებს და 2025-26 წლების სეზონის საგოლე მოქმედებების მაჩვენებელი უკვე გააუმჯობესა - წინა წელს 5 გოლი და 2 ასისტი ჰქონდა.
როტერდამულ ექსელსიორს 5 სექტემბრის შემდეგ, 4 ტურია აღარ მოუგია, კვლავ 11 ქულა აქვს და მე-9 ადგილამდე დაეშვა. 16 ოქტომბერს კიდევ ერთ კონკურენტ ჰერენვენს ესტუმრებიან.