საქართველო 2027-2030 წლებში NASCAR-ის ევროპულ სერიებს უმასპინძლებს.
სპორტის სამინისტროს განმარტებით, 2027 წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება პირველი სატესტო რბოლა, 2028-2030 წლებში კი ოფიციალური, კალენდარული ეტაპები გაიმართება.
NASCAR-ის ევროპის სერიები 2008 წელს დაარსდა და მასში პროფესიონალი ავტომრბოლელები მონაწილეობენ. სეზონი 12 რბოლას მოიცავს და წლის ჩემპიონი ყველა ამ რბოლაში ჯამურად მოპოვებული ქულებით ვლინდება.
ევრონასკარის 2026 წლის ჩემპიონები სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია გახდნენ. თავართქილაძემ გამარჯვება მასტერსის კლასში მოიპოვა, ქაჯაიამ კი - ჩელენჯერ თროფიში.