კრიშტიანუ რონალდუმ უზბეკეთთან ბრწყინვალე დუბლით ყველა კრიტიკოსს უპასუხა.
პორტუგალიის სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილის შესახებ კითხვები სულ უფრო ხშირად ისმოდა, თუმცა კაპიტანმა პასუხი მოედანზე გასცა და 5:0 გამარჯვებაში 2 გოლი გაიტანა.
VIDEO: რონალდუს დუბლი და განადგურებული უზბეკეთი - პორტუგალიის პირველი 3 ქულა
რონალდუ საჯარიმოში გაცილებით უფრო მახვილი და ეფექტური იყო, ვიდრე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩში.
ის სწორ პოზიციებს იკავებდა და მომენტებს იმ სიმშვიდით ასრულებდა, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მისი სავიზიტო ბარათი იყო.
ამ გოლებმა აშკარა შვებაც მოუტანა რონალდუს, რომელსაც დიდი ზეწოლის ქვეშ უწევდა იმის დამტკიცება, რომ ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე შედეგის დადება.
პორტუგალიის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საბოლოო სასტვენის გაჟღერებისთანავე, რონალდუმ ყველასთვის მარტივი, მაგრამ ძლიერი გზავნილი გააჟღერა.
დავბრუნდი.
თქვა მან პირდაპირ ტელეკამერის წინ - „დავბრუნდი.“
მიუხედავად იმისა, რომ რონალდუს ფრაზამ - „დავბრუნდი“ - უზბეკეთთან დუბლის შემდეგ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადება საჭირო არ იყო.
შვედმა ლეგენდამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რატომ იგრძნო პორტუგალიელმა ამის თქმა საჭიროდ, რადგან, მისი აზრით, რონალდუ არსად წასულა.
,,ეს იყო მატჩი, სადაც გოლები უნდა გასულიყო. ეს იყო თამაში, რომელშიც პორტუგალიას ბევრი გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა.
რაც შეეხება მის მესიჯს, მე ვფიქრობ, რომ ის არასდროს წასულა. არ ვიცი, რატომ ამბობს: ‘დავბრუნდი’.