ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს მიუძღვნა.
„დღეს ფეხბურთის იმ ფენომენს უნდა მივულოცო, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ ჰქვია.
პირველ მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, მან კიდევ ერთხელ აჩვენა ყველაფერი, რამაც ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენად აქცია: თავდადება, ერთგულება, კონკურენტუნარიანობა და გამარჯვებისადმი დაუღალავი სწრაფვა.
ის დარბოდა, ყველა ბურთისთვის იბრძოდა, გუნდს ეხმარებოდა და არასდროს წყვეტდა საკუთარი თავის რწმენას.
დღეს კი მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი მოედანზე. პორტუგალიის დიდი გამარჯვებისას 2 გოლი გაიტანა და ყველას დაანახა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, როცა დისციპლინა, პროფესიონალიზმი და გამორჩეული მენტალიტეტი გაქვს.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში კრიშტიანუმ შექმნა მემკვიდრეობა, რომელიც ყველა თაობის სპორტსმენისთვის შთაგონების წყაროა.
მისი ტალანტი უდიდესია, მაგრამ ყველაზე მეტად შთამბეჭდავია მისი უნარი, მუდმივად განახლდეს, საკუთარი საზღვრები გადალახოს და წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე განაგრძოს ასპარეზობა.
ვულოცავ მას შესანიშნავ თამაშს და ასევე ვულოცავ პორტუგალიას ამ დიდებულ გამარჯვებას.
ქუდს ვიხრი ამ ფეხბურთელის წინაშე.“ - წერს ბრაზილიელი ინსტაგრამზე.
VIDEO: რონალდუს დუბლი და განადგურებული უზბეკეთი - პორტუგალიის პირველი 3 ქულა