მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ლუკა მოდრიჩი ისტორიაში მხოლოდ მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით 200 მატჩს მიაღწია.
მოდრიჩი შეუერთდა კრიშტიანუ რონალდუს, ქუვეითელ ბადერ ალ-მუტავას და ლიონელ მესის, რომლებმაც ამ ნიშნულს მიაღწიეს.
მამაკაც ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი რონალდუა, რომელსაც უზბეკეთთან მატჩის შემდეგ უკვე 230 სანაკრებო შეხვედრა დაუგროვდა, ხოლო მესიმ მე-200 მატჩი წლევნადელ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის პირველ შეხვედრაში, ალჟირთან ჩაატარა.
მოდრიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრებში 2006 წელს შედგა და იმავე ზაფხულს გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.
მას შემდეგ ის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაში არა ერთხელ დაეხმარა. ხორვატია 2018 წელს საფრანგეთთან ფინალში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2022 წელს მე-3 ადგილი დაიკავა.