ლიონელ მესის მეუღლემ, ანტონელა როკუცომ, სოციალურ ქსელში არგენტინის ნაკრების კაპიტნის ისტორიული მიღწევა აღნიშნა.
მესიმ ავსტრიასთან მატჩში დუბლი შეასრულა, მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი გოლების რაოდენობა 18-მდე გაზარდა და მიროსლავ კლოზეს გადაასწრო.
ოჯახის მხარდაჭერა ტრიბუნებიდან
როკუცომ ინსტაგრამზე ტრიბუნიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის შვილებთან - ტიაგოსთან, მატეოსთან და ჩიროსთან ერთად იმყოფება. სამივე მათგანს მამის მე-10 ნომრიანი მაისური ეცვა.
მესიმ მატჩის დასაწყისში, მე-8 წუთზე, პენალტი გააფუჭა, თუმცა რეაბილიტაცია მოახდინა და არგენტინას 2:0 მოაგებინა. როკუცომ ფოტოს ემოციური წარწერა დაურთო: „რა ბედნიერებაა იმის ნახვა, თუ როგორ წერ ისტორიას კვლავ და კვლავ. მიყვარხარ, ლეო მესი“.
არგენტინა პლეი-ოფშია
ამ გამარჯვებით არგენტინამ 6 ქულა დააგროვა, J ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა. მესიმ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მიზანი სწორედ პლეი-ოფის ნაადრევად განაღდება იყო.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს არგენტინა იორდანიის წინააღმდეგ გამართავს. ვინაიდან გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური ჯიბეში აქვს, ლიონელ სკალონის ეძლევა შანსი, შემადგენლობის როტაციას მიმართოს და ლიდერები, მათ შორის მესი, დაასვენოს. მომდევნო ეტაპზე არგენტინის სავარაუდო მეტოქე ესპანეთი ან ურუგვაი იქნება.