ფიფამ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სრულიად უაზროდ შეცვალა წესები, რითაც ჯგუფური ეტაპის მთელი დრამა და ინტრიგა მოკლა.
ტრადიციული ბურთების შეფარდების ნაცვლად, ორგანიზაციამ მთავარ კრიტერიუმად ურთიერთშეხვედრები აიღო, რამაც მესამე ტურის მატჩების უმრავლესობა ფორმალობად აქცია.
მოკლული ინტრიგა
ახალი წესის გამო, ბოლო ტურის დაწყებამდე 48-დან 8 ნაკრებს უკვე გარანტირებული აქვს კონკრეტული ადგილი ჯგუფში. მაგალითად, გერმანიამ, აშშ-მა და მექსიკამ პირველი ადგილები ვადაზე ადრე გაინაღდეს, რის გამოც ბოლო ტურში მეორე შემადგენლობებით ითამაშებენ. ეს კი მათ მეტოქეებს (ეკვადორი, ჩეხეთი) არასამართლიან უპირატესობას აძლევს სხვა კონკურენტებთან შედარებით.
ამას ემატება მესამეადგილოსნების სისტემაც (12-დან 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის). იქმნება აბსურდული სიტუაცია, როცა შოტლანდია ბრაზილიასთან 0:6-იც რომ დამარცხდეს, მაინც შეიძლება პლეი-ოფში გავიდეს, ხოლო კაბო-ვერდემ ესპანეთთან და ურუგვაისთან ფრეების მიუხედავად ჯგუფი დატოვოს.
პლეი-ოფის პარადოქსი
საქმე იქამდე მივიდა, რომ ავსტრიისა და ალჟირის მატჩში გუნდებს, შესაძლოა, მეორე ადგილზე გასვლას მესამე ადგილით გასვლა ერჩივნოთ, რადგან ასე ესპანეთთან შეხვედრას აირიდებენ თავიდან და ბელგიას ან ეგვიპტეს შეხვდებიან.
ფიფამ გაზარდა მატჩების რაოდენობა, თუმცა ახალი წესებით მნიშვნელოვანი თამაშების რიცხვი მკვეთრად შეამცირა და ტურნირს სპორტული პრინციპი დაუკარგა.