განას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლუშ კეირუშმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის დროს ჯუდ ბელინგემთან მომხდარი მწვავე შელაპარაკებაზე ისაუბრა.
რა მოხდა მოედანზე?
პირველი ტაიმის მიწურულს ბელინგემმა განას სკამთან უხეშად ითამაშა, რასაც 73 წლის კეირუშის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ფეხბურთელმა მწვრთნელს უცენზუროდ უპასუხა, რის გამოც მოედანზე სიტუაციის განმუხტვა თანაგუნდელებს დასჭირდათ.
„მან ცუდი სიტყვებით მიპასუხა, რაც ცხოვრების წიგნში არ წერია. ჩემი მიზანი იყო მეთქვა, რომ დაწყნარებულიყო, რადგან ეს უხეშობა წითელ ბარათს იმსახურებდა. თუმცა, ფეხბურთი მამაცი ადამიანებისთვისაა და არა მათთვის, ვინც სმოკინგით ცეკვავს“, - აღნიშნა კეირუშმა.
ტუხელის პასუხი
ინგლისის მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, ბელინგემი სრულად დაიცვა და აღნიშნა, რომ ეს ემოციების ჩვეულებრივი გაცვლა იყო, ჯუდმა კი საკუთარი თავი და გუნდი დაიცვა.
მატჩი 0:0 დასრულდა. ინგლისი ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს, პლეი-ოფში გასასვლელად კი ბოლო ტურში პანამასთან ფრეც ჰყოფნის.