დღეს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყო.
დღე -100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლით დაასრულა ილია სულამანიძემ, რომელმაც ბრწყინვალე გზა გაიარა და ღირსეული ჩემპიონი გახდა.
ქართველმა პირველ დაპირისპირებაში სამხრეთ კორეელ ჯუიოპ ჰანს სძლია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი ნიიაზ ბილალოვი იყო, ილიამ მისი ბარიერიც გაიარა.
სულამანიძეს ნახევარფინალში კიდევ ერთი რუსი, მსოფლიო ჩემპიონი მატვეი კანიკოვსკი შეხვდა, რომელსაც ასევე მოუგო და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ დაპირისპირებაში ქართველის მეტოქე იაპონელი დოტა არაი იყო, რომელსაც იპონით მოუგო და ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.
ილია სულამანიძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-3 სპორტსმენი გახდა, რომელმაც ტოკიოს გრანდ სლემი მოიგო - 2015 წელს ეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოახერხა, 2019 წელს კი - ბექა ღვინიაშვილმა.
დღეს ქართველებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს - ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.