არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე, საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა.
-60 კგ. წონით კატეგორიაში, სარდალაშვილმა 1/2 ფინალური ბრძოლა მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანთან დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟის ფინალში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
რაც შეეხება -66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძეს, იგი მე-2 შეხვედრაშივე დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
ჩვენს გუნდს კიდევ 6 მედლის მოგების შანსი ექნება - ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ.), ჯუმბერ მელაძე (-81 კგ.), დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ.), ლაშა ბექაური (-90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.) გავლენ.
აბუ დაბის გრან სლემზე 52 ქვეყნის 373 სპორტსმენი მონაწილეობს. გათამაშება 30 ნოემბერს სრულდება.